ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკლ ტერნერი საქართველოში ვიზიტს ეხმაურებიან. დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ შტატების მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. სენატორ ჯინ შაჰინის განმარტებით, სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. კონგრესმენი მაიკლ ტერნერი კი აცხადებს, რომ აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.