საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისია, პირველი შუალედური ანგარიში, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის პროექტი წარადგინა. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდებს. როგორც არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მონიტორები დეტალურად აკვირდებიან პოლიტიკურ კონტექსტს, მედიაგარემოს, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსების განაწილებას. საიას წარმომადგენლების თქმითვე, ისინი აღრიცხავენ ყველა საარჩევნო უბნის უშემაჯამებელ ოქმს და დისბალანსის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ. რა მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველი შუალედური ანგარიშის შედეგად