დონალდ ტრამპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენი პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მის „ძლიერ“ ურთიერთობას შეეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება. ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხარჯები შეერთებული შტატებისას უნდა შეესაბამებოდეს.