რუსებმა უკრაინას წუხელ „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტით და Shahed-ის ტიპის 38 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 30 დრონის განადგურება შეძლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები მიკოლაივის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი რუსეთის ქალაქების პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ტერიტორიებიდან.