შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა იზრდება, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა. BBC-ის ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა. მანვე გასცა განკარგულება, რომ დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც ტერიტორიისკენ უკვე მიემართება და რომელსაც F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადააქვს. ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ თავისი მოკავშირის დასაცავად ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს. BBC-ი წერს, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებები მიუთითებს, მაერიკის მზადყოფნას ისრაელს ირანის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმისგან თავის დაცვაში დაეხმაროს.