ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყეს. ხელისუფლების ოპონენტებმა ქვეყნის მასშტაბით არაერთ ქალაქსა და რეგიონში შეხვედრა გამართეს და საზოგადოებას წინასაარჩევნო გეგმები გააცნეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან. რა გზავნილები გაჟღერდა საკითხზე.