ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, 30-მდე რაკეტა გაუშვეს. თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე მათგანი ღია ტერიტორიაზე დაეშვა და არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა. ამასთან, ლიბანური სატელიტური სატელევიზიო არხის ინფორმაციით, რაკეტების სროლაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. ტერორისტული დაჯგუფება ამტკიცებს, რომ მისი სამიზნე სამხედრო ბაზა იყო.