ეროვნული სატყეო სააგენტო გურიის რეგიონში, სოფელ სურებში 8 კილომეტრამდე მონაკვეთზე ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობა. სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია სამიზნე რეგიონებში კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.