"ბაზისბანკმა" პირველად საქართველოში მწვანე და სოციალური პროექტბის დასაფინანსებლად მდგრადი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ბაზიბანკმა 20 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც კომერციული ბანკის მიერ მდგრადი ობლიგაციების პირველი ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციების ვადა 3 წელია, გამოშვების ვალუტა ამერიკული დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 7%. ობლიგაციებიდან მიღებული ტანხა სრულად მოხმარდება მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსებას.