დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, რაჭის რეგიონში გარემოსდაცვითი-საგანმანათლებლო პროექტი „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას” განხორციელდა. პროექტში რაჭის რეგიონის 18 საჯარო სკოლის 150-მდე მონაწილე ჩაერთო. მონაწილეები, პროექტის ფარგლებში, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, საქართველოს პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს - მარტვილის კანიონს, ოკაცეს კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს სტუმრობენ. საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას” მიზანია, მონაწილეებმა აიმაღლონ ცოდნა დაცული ტერიტორიებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.