მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექპერტმა დანიელ ტობლერმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და ვიზიტის შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში, დანიელ ტობლერმა სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე არსებული მყინვარული ხეობები ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა. ექსპერტის მიერ, ადგილზე განხორციელებული აერო გადაღებების საფუძველზე მოხდება პოტენციური საფრთხეების დეტალური გაანალიზება და არსებულ სატელიტურ მასალასთან დადარება, ასევე, კვლევის შედეგად გამოვლენილ ცხელ წერტილებში მონიტორინგული სისტემების დანერგვის შესახებ სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.