ამერიკის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, პენტაგონი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების ოპერაციას ესკალაციის საფრთხედ არ მიიჩნევს.
საბრინა სინგმა აღნიშნა, რომ უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შესაძლებლობებითა და სისტემებით, რაც მათ სჭირდებათ.