"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა იორმუღანლოს ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს და საარჩევნო და ეკონომიკური ხედვები გააცნეს. გიორგი ბოტკოველის თქმით, მოსახლეობას ქვეყნის გადარჩენა და იმ შრომის დაფასება სჭირდება, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ეწევა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი - ეს განაპირობებს ხალხის ნებას და სურვილს, რომ იყოს ცვლილებების წელი.