ისრაელმა შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ თუ „ჰეზბოლა“, მისი სამხედრო მეთაურის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებს ზიანს მიაყენებს, თავდაცვის ძალების პასუხი არაპროპორციული იქნება. საინფორმაციო სააგენტო Axios-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა, რამდენიმე სამხედრო არხის საშუალებით, შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ თუ ის შეეცდება, ცენტრალურ ისრაელში სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელოს „ჰეზბოლამ“, შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის ცენტრებს დაარტყას. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.