16 წელი აგვისტოს ომიდან – ქვეყანაში სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებენ. ქართული სოფლების მიმართულებით სროლა ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში დაიწყო, სიტუაცია განსაკუთრებით აგვისტოში გამწვავდა. მაშინ როდესაც როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა, უკან დაიხიეს. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით მოხერხდა. აგვისტოს ომის დაწყების წლისთავს პოლიტიკოსები ისევ 7 ან 8 აგვისტოს აღნიშნავენ. ხელისუფლების წარმომადღენლები, რომლებიც მუხათგვერდის სასაფლაოზე იყვნენ მისულები, ყოფილ ხელისუფლებას, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს ასახელებს სპეკულაციაში ადანაშაულებს და მათ გასამართლებაზე საუბრობს.