ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ისრაელზე პირდაპირი თავდასხმის თავიდან აცილება სთხოვა. როგორც მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ომის გამო, შესაძლოა, მოქალაქეებში უკმაყოფილება გაღრმავდეს და ამან ირანის დაშლაც კი გამოიწვიოს. წყარომ განაცხადა, რომ ხამენეის პრეზიდენტის ნათქვამზე კომენტარი არ გაუკეთებია.