2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლესა და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.