სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა საკუთარი და შვილების სიცოცხლის მოსპობით. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.