მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოყვა, ყველაზე დიდი ოპოზოციური პარტია მიიჩნევს რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ტყვედ აიყვანა და მათივე შეფასებით , სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ მმართველ პარტიას ექსპრეზიდენტის ეშინია. აღნიშნულ განცხადებებს ქართული ოცნების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, მათი შეფასებით წინასწარი 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიება კანონის ფარგლებში შეეფარდა.