16 წელი აგვისტოს ომიდან,- 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას და ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაღუპულ გმირებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს.