ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ივლისში უფრო მეტი დრონი გამოიყენა, ვიდრე ოკუპანტებმა. მისივე თქმით, ეს ომსა და უკრაინის ინტერესებზე სტრატეგიულ გავლენას ახდენს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით უკრაინის ლიდერობა, შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც არა მხოლოდ აახლოებს ომის სამართლიან დასრულებას, არამედ უკრაინას სხვა სახელმწიფოებისთვისაც უსაფრთხოების მიმწოდებლად აქცევს.პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ წელს უკრაინელ მწარმოებლებთან უკვე მილიონამდე დრონზეა კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ წლის ბოლომდე, მთლიანობაში, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ზელენსკის თქმითვე, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე სარაკეტო პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.