"ჰეზბოლა" მისი ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობისთვის ისრაელის მიმართ მკაცრი პასუხით იმუქრება.ინფორმაციას Reuters-ი "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს. ნასრალას თქმით, "ჰეზბოლა" შესაბამის მომენტს დაელოდება, თუმცა მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მანვე აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო ძალისხმევა, დაერწმუნებინათ "ჰეზბოლა" რომ შური არ ეძია, უშედეგო აღმოჩნდა. ცნობისთვის, 30 ივლისს ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი - ბეირუთი - დაბომბა, რასაც ჰესბოლას სამხედრო მეთაური ფუად შუქრი შეეწირა.