აშშ საქართველოს მთავრობას ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო 95 მლნ დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში. აღნიშნული განცხადების გაჟღერების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ დაფინანსება შეუჩერდა ლუგარის ლაბორატორიასაც, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით წლების განმავლობაში ბიოლოგიურ მასალებს იკვლევდა და სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვირთ პარტნიორი ქვეყნის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება თუმცა განმარტავენ რომ ლუგარის ლაბორატორია მუშაობას არ შეაჩერებს და სრულ დაფინანსებას საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს.