საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. სალომე ზურაბიშვილის მისამართით დასმული კითხვები არაერთ საკითხს, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციას და პარტნიორებთან ურთიერთობას შეეხებოდა. ქვეყნის მთავარსარდალმა ყურადღება მოახლოებულ არჩევნებსა და ქართულ ქარტიაზეც გაამახვილა.