ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეროვნულმა უსაფრთხოების გუნდმა ბაიდენსა და ჰარისს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, როდის განახორციელებენ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას ირანი და „ჰეზბოლა“. ამასთან, ბაიდენსა და ჰარისს უთხრეს, რომ თავდასხმის სპეციფიკის შესახებ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის დეესკალაციის შესაძლებლობები, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საკითხები განიხილეს.