ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება, რაც მას უცნობი მასშტაბის ომის ზღვარზე აყენებს. მისი თქმით მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან აცილება აუცილებელია. ამასთან, ბორელი ხაზს უსვამს რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მანვე აღნიშნა, რომ ყველა ვინც დეესკალაციას ცდილობს უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.