ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის ჯარებმა ლიბანიდან გაშვებული „საეჭვო საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეაღწია. როგორც ისრაელის მედია წერს, შემთხვევამდე 45 წუთით ადრე ლიბანის საზღვართან ახლოს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ორ დასახლებაში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.