გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლის" ფარგლებში 2023-2024 წლების სასწავლო კურსი დასრულდა. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს სოფლის მეურნეობის განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი,ასევე ღვინის ისტორია და დეგუსტაცია. ონლაინ სემინარების შემდეგ, გასვლითი ტურის ფარგლებში ახალგაზრდები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებს ესტუმრნენ. მოსწავლეები სამუშაო პროცესს სასათბურე მეურნეობებში ადგილზე გაეცნენ.