მაგისტრალური გაზსადენის "ლეხურა-სვენეთის" 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. ამ ეტაპზე მილსადენის ტესტირება მიმდინარეობს, რაც მისი ხარისხისა და გამძლეობის შემოწმებას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10 წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე მიმდინარეობს. განახლებული გაზსადენით ბუნებრივ აირს მოსახლეობა უწყვეტად და ხარისხიანად მიიღებს.