კომპანია „ევოლუშენ საქართველო“ მუშაობას დროებით აჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროფკავშირმა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება მოახდინა და ათასობით დასაქმებულს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა წაართვა “.ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, 12 ივლისს გაიფიცნენ. გაფიცვას წინ უსწრებდა "ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება, რომელშიც ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ - დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონისა თუ კანის ფერის გამო. კომპანია „ევოლუშენი“ კაზინოებს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს.