რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. ეს არის შეიარაღებული ძალების სტაბილური ფუნქციონირება, მათი განვითარება, მათთვის თანამედროვე ტიპის ტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, ჩვენი ბიჭების მხარდაჭერა, რომლებიც ფრონტის ხაზზე, საბრძოლო შეტაკების ხაზზე თავიანთ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა პუტინმა.