„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს თავის შეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს ქმნის. The Times of Irael-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს რეგიონული დაძაბულობის ესკალაციას, მაგრამ თვლის, რომ შემდგომი არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად ისრაელი უნდა დასაჯოს. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.