უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით სამი მილიარდ 900 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიც მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები და სოციალური შეღავათებია. მისი განმარტებით, ეს 2024 წელს შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანშია. მთლიანობაში, უკრაინა წელს შეერთებული შტატებისგან, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით, 7 მილიარდ რვაას მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.