"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ე.წ. “საზღვრის კვეთის” საქმეზე, წინასწარი პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებლად შეუფარდა. პარტიის წევრების შეფასებით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება აბსურდული არგუმენტით სცადა. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, ისედაც პატიმრობაში მყოფი სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობა მისჯა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმის პოლიტიკურ მოტივს.