არასამთავრებო ორგანიზაცია "ევროპული პარადიგმა" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის პრობლემაზე საუბრობს. მესამე სექტორის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ცესკო საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა. გარდა ამისა, საჭიროა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დარეგისტრირებული იყოს მინიმუმ 50 ემიგრანტი. ევროპული პარადიგმის წევრების თქმით, ქართული ოცნება ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას აფერხებს, რადგან 26 ოქტომრის არჩევნებში დამარცხების ეშინია. არასამთავრებო ორგანიზაცია ემიგრანტებს საკონსულოებში რეგისტრირებისკენ მოუწოდებს.