მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება. დაგეგმილ სიახლესთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა. გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც.