შეუჩერდა თუ არა ამერიკული დახმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და მასში შემავალ ლუგარის ლაბორატორიას - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად დაავადებათა კონტროლის ცენტრში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ უახლოეს პერიოდში ცენტრი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. იქამდე კი დახმარების ან გარკვეული პროექტების შეჩერებაზე მწვავედ აქცენტირებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სამთავრობო გუნდის მიერ არჩეული საგარეო კურსი ქვეყანას ყველა მიმართულებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს.