ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ. მედიის ცნობით, პოლიციის შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 პოლიციელი დაიღუპა. ბანგლადეშში საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო.