თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა

2024-08-05 12:18:38+04:00

თბილისში დაკავებულ ზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და მისი საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. სადიგოვი წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს რომ ის აზერბაიჯანში მუქარის მსხვერპლი იყო. აზერბაჯანელი რეპორტიორი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი, აზერბაიჯანში მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა. აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.