პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ძიუდოისტებმა გულშემატკივრებს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადეს. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ერთი ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს. ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედლები კი ქვეყანას მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოუტანეს.