პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც. ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილის თქმით კი , მისთვის სასიამოვნოა, როცა მხარდამჭერებს მოტივაციას აძლევს. ინფორმაციისთვის, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე.