ირანმა უარყო აშშ-ისა და არაბი დიპლომატების ინტენსიური მცდელობები, შეერბილებინათ მისი პასუხი „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს თეირანში მკვლელობაზე, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ინფორმირებული წყაროების ცნობით, ირანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ აღელვებთ, გამოიწვევს თუ არა მათი პასუხი ომს.
“არ გვაღელვებს, გამოიწვევს თუ არა ჩვენი პასუხი ომს“, - ციტირებს გამოცემა ირანელ ოფიციალურ პირებს.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.