საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობათა ფართომასშტაბური გადახედვის ფონზე ჩვენ უკვე ვიხილეთ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერება. მათ შორის მოვისმინეთ ამერიკელი კონგრესმენებისგან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, - მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება. რა ქმედებებს გულისხმობს ამერიკული მხარე,- განმარტებები კიდევ ერთხელ გაჟღერდა საქართველოში აშშ-ის ელჩისგან.