სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის მონაცემთა გაზიარებას. მხარეთა მიერ მონაცემების გაზიარება ეფუძნება ოჯახების თანადგომის მიმართულებით ჰუმანიტარული საქმიანობის მიზნებს.