შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და ამერიკის შესახებ ცრუ განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს. ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ურთიერთობების გადახედვის ფონზე ამერიკული მხარე შემზღუდავ მექანიზმებს მიმართავს. ოპოზიციური ფლანგი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებას მსგავსი ნაბიჯები მოყვება. თავად "ქართული ოცნება" დასავლელი პარტნიორების ქმედებებს კონტრპროდუქტიულს უწოდებს.