"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ამოქმედების შემდეგ შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მორიგი დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღონ. ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას განიხილავს. აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშიც. ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს მისამართით შეჩერებულ დახმარებებზე მთელ პასუხისმგებლობას კვლავ ქართულ ოცნებას აკისრებენ. კიდევ რა განცხადა პიტერ სტანომ და რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.