,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაში ოფიციალურად შევიდა. არაერთი გაფრთხილებისა თუ მოწოდების მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები
,,უცხოური გავლენის გამთარებელ რეესტრში" რეგისტრაციას არ აპირებენ. ამბობენ რომ კანონს გამჭვირვალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მთავარი მიზანი მესამე სექტორისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სტიგმატიზებაა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ რომ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ და ყველანაირი სამართლებრივი გზით მის გაუქმებას შეეცდებიან.