ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებში ბელგიური კომპანია ჩაერთვება. თუმცა პროექტის განხორციელებაში მთავარი ინვესტორი ჩინეთი იქნება. ოპოზიცია ფიქრობს რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში უმნიშვნელოვანესი პორტი ვერ აშენდება და ამას ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებს. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვისნიშნები აქვთ მთავარ ინვესტორ ჩინურ კომპანიასთან. სწორედ ამიტომ ქართული ოცნების ოპონენტები პირობას დებენ რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასრულდება.