კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო - ამ ეტაპზე ერთობა სამ დამოუკიდებელ ჯგუფს აერთიანებს - პარტია "ლელოს", პარტია "ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლებისთვის". კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას აანონსებს და ქვეყანაში სიტუაციის შეცვლის პირობას დებს. ერთობის ლიდერები აცხადებენ რომ მზად არიან ამომრჩეველს "ქართული ოცნების" რეალური ალტერნატივა შესთავაზონ. უკვე დაანონსდა რომ იქნება ერთობის გაფართოება, თუმცა ვინ შეურთდება კოალიციას ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის რომ რამდენიმე დღეში პარტია მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამას წარუდგენს.