თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ასე გიპასუხებთ. თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს. ჩინეთი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალაა. ვისურვებდი, რომ მათ შუამავლის მისია არ ჰქონოდათ. ვისურვებდი, რომ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ახდენს ზეწოლას. ისევე, როგორც ევროკავშირი ახდენს ზეწოლას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო, რუსეთზე ზეწოლაც მით უფრო ძლიერი იქნება და შედეგის მიღწევაც სწრაფად მოხდება.
„ამიტომ, ვისურვებდი, რომ ამ ომთან დაკავშირებით ჩინეთს უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს, რათა მათ რუსები შეაჩერონ. ჩვენ ზედმეტი არაფერი გვჭირდება. დამატებითი მხარდაჭერა არ არის საჭირო. ყველაფერი საერთაშორისო სამართალზე უნდა იყოს დაფუძნებული. ვისურვებდი, რომ ჩინეთს ასეთი პრინციპული პოზიცია ჰქონდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.